გოგი ხაზარაძე: "მომწონს პრინციპული დამოკიდებულებები და ბრძოლა ბოლომდე“
"თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ხაზარაძე პარტიაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, ქუთაისის ორგანიზაციიდან პარტიის დატოვებას არავინ აპირებს, რაც შეეხება ლიდერების მიერ პარტიიდან წასვლას, თვლის, რომ ამით პარტია დაზარალდა: "ცხადია, ამ ფაქტმა, პარტიის იმიჯზე დადებითად არ იმოქმედა, თუმცა ეს მათი პირადი გადასაწყვეტი იყო, მე ვიტყოდი, რომ მომწონს პრინციპული დამოკიდებულებები და ბრძოლა ბოლომდე“-, განუცხადა ხაზარაძემ "ნიუპრესს".
რაც შეეხება საკითხს, თუ ვის დაუჭერენ მხარს არჩევნების მეორე ტურში, აცხადებს, რომ დილემის წინაშე დგანან. "რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ერთის მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის რეალური შანსი აქვს "ქართულ ოცნებას", რაც თავისთავად, დემოკრატიულობისთვის სასარგებლო არ არის, მაგრამ მეორე მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში ყიველგვარი დემოკრატიული ნორმები და საზღვრები გადათელა. ამიტომ ჩვენ წევრებს მითითებს არ ვაძლევთ, ყველა არჩევანს პირადი მოსაზრებით გააკეთებს და ამ დილემას თავად გაუმკლავდება".
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა