"გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტი საფიჩხიელი იქნება"
გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში საფიჩხიელი პრეზიდენტი გვეყოლება- ქუთაისელების ამ ხუმრობით დაიწყო გამოსვლა ოპოზიციური გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე.
როგორც ცნობილია, ვაშაძე თვითმმართველობის არჩევნების დროს, როდესაც კენჭს ქუთაისის მერის პოსტზე იყრიდა, საფიჩიაზე, საკრებულოს წევრის გია უკლებას ბინაში ჩაეწერა.
"ამ ქალაქში იწერებოდა ჩვენი ცივილიზაციის ისტორია"- განაცხადა ვაშაძემ და ქუთაისში პარლამენტის არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ე.წ. ხელისუფლება და ვიღაცის "ოცნება" დაკავებულია იმით, რომ საქართველოს ისტორიული დედაქალაქიდან წაიღონ პარლამენტი. პირობას გაძლევთ, რომ არ წავაღებინებთ. თუ იმ საცოდავ ყრუ პროვინციელებს, რომელიც ივანიშვილმა შეყარა პარლამენტში, ქუთაისში ცხოვრება ეთაკილებათ და არ მოსწონთ, აი, ჩვენ ნეტავი აქ გადმოგვიყვანა საცხოვრებლად",-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია"-ს ლიდერებმა მხარდამჭრებს მიმართეს. მათი თქმით, 28 ოქტომბრის შემდეგ "ქართული ოცნება" უნდა დასრულდეს და ქვეყანაში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყოს.
ავტორი: ნიუპრესი


14:35
13:33
22:22
















