ჰესები და მათი საფრთხეები - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" მორიგი შეხვედრა გაიმართა
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ყოველთვიური შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მარტში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ზაალ გორგიძის განცხადებით, მარტში საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰესების თემას დაეთმო. კერძოდ, "ჰელედულა 3"-ის პროექტს. მისი თქმით, საკითხ ადვოკატირებას "საიას" უწევს, რომლის ექსპერტთა ჯგუფმა დადო დასკვნა და ეს დასკვნა მომავალ თვეში დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე განიხილება. მისივე თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს. ასევე ისაუბრეს "ნამახვანჰესის" გარეშემო განვითარებულ მოვლენებსა და იმ საფრთხეებზე, რაც ჰესის აშენებას მოყვება.
"საია" ასევე მხარდაჭერას უცხადებს სოცმუშაკებს, რომლებიც მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომლები "საიაში" მივიდნენ და თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. სოცმუშაკების თქმით, გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა და ისინი აქიებს აგრძელებენ.
ავტორი: ნიუპრესი