მინისტრის მოადგილემ და ჩეხეთის ელჩმა იმერეთში კოოპერატივები დაათვალიერეს
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ENPARDის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში ჩეხური ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დაათვალიერეს.
ნოდარ კერესელიძე და ტომაშ პერნიცკი ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების - ,,სარგო“, ,,მეღვინეობა კიცხი“ და ,,მეღვინეობა საზანო“ - წევრებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.
როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, ტომაშ პერნიცკიმ აღნიშნა, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება.
ავტორი: ნიუპრესი