|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები იწყება

საქართველოს  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველო კომიტეტის  თავმჯდომარე   გრიგოლ ლილუაშვილი   და   სოფლის  მეურნეობის  მინისტრის  მოადგილე  გიორგი ხანიშვილი  ქუთაისში  ფერმერებს   შეხვდნე. განსახილველ  თემას  აზიური  ფაროსანა  და  მისგან შექმნილი  პრობლემა  წარმოადგენდა.  როგორც  შეხვედრაზე   გაირკვა  სამინისტროს  მიერ  შემუშავებულია  პროგრამა, რომელიც  მწერის  განადგურებას  ითვალისწინებს. მინისტრის  მოადგილის  განმარტებით პირველ  ეტაპზე  მოსახლეობაში  დაიწყება  ბუკლეტების  დარიგება  და  საინფორმაციო  შეხვედრები. ასევე  დაურიგდებათ  ქიმიკატები,  რომლითაც  მცენარეების   შეწამვლა  მოხდება.

„პრობლემა  საკმაოდ  სერიოზულია.  უზარმაზარი  ძალისხმევა  იხარჯება სახელმწიფოს  მხრიდან,  რა თქმა უნდა,   დონორი  და  პარტნიორი  ქვეყნების  დახმარებით უამრავი ღონისძიება  ჩატარდა.  ეპიცენტრი არის  სამეგრელო და გურია, თუმცა    მწერმა  იმერეთშიც  შემოაღწია  და  სოფლის  მეურნეობას   დიდი  ზიანი  მიაყენა.  ფაქტიკულად, ადამიანები არიან საფრთხის  წინაშე,  რომ სარჩოს გარეშე  დარჩნენ.  ამიტომ  დღეს  რეგიონალურ  დონეზე  დაიგეგმა  შეხვედრა, სადაც კონკტერულად  განვიხილეთ შემდეგი ნაბიჯები.  მოსახლეობაში  შეტანილი იქნება  პრეპარატები, ასევე   ჩაუტარდებათ   საინფორმაციო  ტრენინგები.“-  განაცხადა  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტის  თავმჯდომარემ   გრიგოლ ლილუაშვილმა.

სოფლის  მეურნეობის  მინისტრის  მოადგილემ გიორგი  ხანიშვილის განცხადებით, თითოეულ  ოჯახზე  დარიგებული  იქნება  1ლიტრი  შემწამლავი საშუალება,  ამასთანავე  მოსახლეობასთან იწარმოებს  საინფორმაციო  შეხვედრები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა