არასამთავრობო ორგანიზაციები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ
იმერეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმერეთის მუნიცპალიტეტების მერებსა და მხარის გუბერნატორს თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
„მნიშვნელოვანია, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი თვითმმართველობა ერთობლივად სხდებიან და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. საუბრობენ, თუ რა პრობლემები არსებობს იმერეთის მხარეში და როგორ შეიძლება მათი მოგვარება,“-განაცხადა აფხაზინტერკონტის წარმომადგენელმა არჩილ ელბაქიძემ.
იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის თქმით, არასამთავრობო სექტორთან ყოველთვის ნორმალური დამოკიდებულება ექნება.
„ერთ სივრცეში ვმოღვაწეობთ და ყოველთვის გვექნება ნორმალური დამოკიდებულება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მითუმეტეს საინტერესოა ის ორგანიზაციები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი პროექტებით,“-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
შეხვედრა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და ფონდი აფხაზინტერკონტი ორგანიზებით მოეწყო.
ავტორი: ხატია ბანძელაძე