|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს ბინები გადაეცა

იმერეთში.უსახლკარო ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის და თერჯოლის შემდეგ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ორი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა.

ჩიტიაშვილებისა და შენგელიების ოჯახებს დღეიდან კომფორტულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა ეძლევათ.

სოციალურად დაუცველი, სარდიონ შენგელია ხუთ შვილთან ერთად, წლებია გაუსაძლის პირობებში, ავარიულ სახლში ცხოვრობდა, ხოლო ჩიტიაშვილების ოჯახის წევრები თავს ხის ძველ ფიცრულს აფარებდნენ.

 ოჯახებს ახალმოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

სოციალური პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობა გეგმავს მომავალ წელს 10-მდე სახლის ააშენოს.

ავტორი: ნიუპრესი