|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბექა მინდიაშვილი – სეკულარიზმის მტერი საპატრიარქოა

სეკულარიზმი ქრისტედან მოდის. მან გამიჯნა მიწიერი და ღვთაებრიი ძლაუფლება როცა თვა, რომ  მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა", – განაცხადა თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა ქუაისში გამართულ შეხვედრაზე.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროექტის ფარგლებში შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის" – ეს საკითხი იქცა მსჯელობისა და დებატების თემად,  რომელიც მომხსენებლებმა თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა და  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრის პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ წარმოადგინეს. დებატებში მონაწილეობა უნდა მიეღო საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძეს, მაგრამ იგი ავადმყოფობის მიზეზით არ გამოცხადდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად დარღვეულია სეკულარიზმის ჩარჩო საქართველოში, რომ არის დიდი აცდენები, რომ ქართულ რეალობაში მთავარ აქტორს საპატრიარქო წარმოადგენს, რომელიც კეტავს სააზროვნო სივრცეს. ამ სივრცეში უსუსურ და მეორეხარისხოვან როლს  ჯერდება სახელმწიფო, რომელიც არა კონსტიტუციის, არამედ საპატრიარქოს ნების აღმსრულებელი ხდება.

მომხსენებელთა აზრით, ეს იწვევს იმ შედეგებს, რომ  „სახელმწიფომ სამთაწყაროში, წინწყაროსა და ნიგვზიანში ქრისტიანი მრევლის აგრესიიდან არა თუ დაიცვა თავისი მუსულმანი მოქალაქეები, არამედ თავად იქცა ძალადობის წყაროდ“, – განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა გამოკვეთეს თუ  რეალურად „ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის“. „სეკულარიზმის მტერი საპატრიაქოა, ასევე ადამიანები, რომლებიც ტრადიციების დაცვის სახელით გამოდიან, ამასთან ერთად ტრადიციის, ეკლესიისა და სამეფოს გაერთიანების ავტორები, რაც პირდაპირი ნაბიჯია თეოკრატიისკენ", – აღინიშნა შეხვედრაზე.

„თუკი დემოკრატია შეიძლება იყოს თეოკრატიული, მონარქია მითუმეტეს ამის სრულ შესაძლებლობას ქმნის“,– განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

საუბარი შეეხო იმ ფაქტსაც, როდესაც სახელმწიფო-ეკლესიის ტანდემმა ორგანიზაცია „იდენტობას“საშუალება არ მისცა მიუსაფარი ადამიანებისთვის თავშესაფარი გაეხსნა. “საპატრიარქომ თვითლუსტრაცია და თვითწარმოჩენა მოახდინა და საკუთარი რეალური შიგთავსის. რეალური ბუნების გამომზეურება დაიწყო. ის პირდაპირ სიტყვიერად  ძალადობს ადამიანებზე, მოუწოდებს რომ ადამიანები არ იყვნენ ქველმოქმენი, თუ ქველმოქმედნი იქნებიან მათ არ დაზოგავენ. იწყევლებიან სასულიერო პირები და ამას ფაქტობრივად ამართლებს საპატრიარქო, როცა ამბობს ,რომ კურთხევის გარეშე არ შეიძლება  წყევლა, თორემ თავისთავად წყევლა სამშობლოს დაცვა ყოფილა. ამას  რა შეფასება შეიძლება მიეცეს?! აქ ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია“, – განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

newpress.ge ს კითხვაზე, საპატრიარქოს ამგვარ განცხადებებზე თუ რატომ არა აქვს საზოგადოებას  ადეკვატური რეაქცია ბექა მინდიაშვილმა უპასუხა რომ  „როგორც ჩანს  საზოგადოების ცნობიერებაში საპატრიარქო და უშუალოდ პატრიარქი გასულია სიკეთისა და ბოროტების კატეგორიებს მიღმა და საზოგადოება მას აღიქვამს როგორც რაღაც ღვთაებას რომელიც წმინდაა.  ის არაა არც მართალი არც მტყუანი, ის უბრალოდ წმიდაა. მას უყურებენ როგორც საკრალურ არსებას და რაც უნდა მოიმოქმედოს ეს იქნება საკრალურ აქტად აღქმული. ბიბლიურ წმინდანებს , მაგალითად აბრაამს, შეეძლო სამსხვერპლოზე მიეყვანა საკუთარი შვილი. ეს იყო წმინდა მოქმედება იმიტომ, რომ ღვთის კარნახით ხორციელდებოდა. ეს ითვლება ყველაზე საკრალურ აქტად  და არა რაღაც ძალადობად.  ასევეა პატრიარქიც – მან  რაც უნდა ჩაიდინოს ის არის „წმიდა“, – განმარტა ბექა მინდიაშვილმა.

შეხვედრა დისკუსიით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც იღებდნენ.



ავტორი: ეკა კუხალაშვილი