|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი - გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი უფრო განვითარდეს

გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს უფრო განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, ამაში კი ევროკავშირი დაგვეხმარება, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება ახალი სვლა-გეზების შექმნა, რადგან არსებული მოთხოვნებს ვერ პასუხობს.

"ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დამატებითი ავტობუსების შეძენა. უფრო სწორად მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა. ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩვენ მოწონებული გვაქვს საპროექტო იდეა სატრანსპორტო ტაბლოების შეძენასთან და ამავდროულად ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენაზე.

ასევე ვიგეგმებით, რომ 2022 წლისთვის შევქმნათ ახალი სვლა-გეზები. რადგანაც ახლანდელი სვლა-გეზები მოძველებულია და ვერ პასუხობს მოთხოვნებს. ამდენად ახალი სვლა-გეზებიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ საჭირო იქნება მცირე ზომის ავტობუსები, დიდი ავტობუსები თუ მიკროავტობუსები. რადგან ქალაქის რელიეფიდან გამომდინარე ზოგან მცირე ზომის ავტობუსებიც ვერ ახერხებენ მისვლას. ამიტომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება ახალი სვლა გეზების შემუშავების შემდეგ. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს უფრო განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, ამაში კი ევროკავშირი დაგვეხმარება", - განაცხადა ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა