იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა მსგავსი მოულოდნელი პრობლემების დროს მყარად ვიდგეთ ფეხზე
"ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
საარჩევნო პროგრამის გაცნობასთან ერთად ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბარი კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებსაც შეეხო. "ამ ერთმა წელმა, მსოფლიოს ერთმა დიდმა პრობლემამ, რომლის წინაშე ყველა ვდგავართ, დაგვანახა, რომ ქვეყნად სტაბილური არაფერია, თვით აწყობილი ეკონომიკაც კი. ფეხზე მყარად მდგომმა ქვეყნებმაც იგივე განიცადეს, რაც ჩვენ. თითქოს ყველა პრიორიტეტმა ერთად დაკარგა აზრი და დარჩა მხოლოდ თვითგადარჩენა. აღმოჩნდა რომ ტურიზმიც და ბევრი სხვა სფეროც აზრს კარგავს, როცა მსოფლიო იბრძვის სიცოცხლის გადარჩენისთვის, იკეტება საზღვრები და ვრჩებით მარტო საკუთარ თავთან. აი, სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება არსებობის ალტერნატივა, ის, რაც ნებისმიერი კრიზისის დროს გადაგვარჩენს. ეს არის ჩვენი საკუთრი საწარმოები, საკუთარი მეურნეობები, პროდუქცია, რომელიც ჩვენს ბაზარზე იქნება მოთხოვნადი. შიდა ბრუნვა, ერთგვარი თვითგამოკვება. ეს გზა უნდა ვეძებოთ ჩვენ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე მოქალაქეებმა ისაუბრეს საკუთარ დამოკიდებულებებზე პანდემიის მიმართ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე და ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხებში ჩართულობის მზაობა გამოთქვეს. "ჩემი და ჩემი გუნდის საზრუნავი არის ზუსტად ალტერნატიული გზების ძიება. კულტურისა და განათლების წამოწევასთან ერთად ქართული წარმოების ხელშეწყობა და შესაბამისად თანამოქალაქეების დასაქმება. თვითმართველობის საქმიანობაში მათი ჩართულობით ერთად ბრძოლა ქალაქის წარმატებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა მსგავსი მოულოდნელი პრობლემების დროს, როგორიც ამ შემთხვევაში კოვიდმა შეგვიქმნა, მყარად ვიდგეთ ფეხზე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა