|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: ინდივიდუალური შეხვედრები უფრო მეტ საშუალებას მაძლევს, ჩემი თანაქალაქელების შეხედულებებს თუ პრობლემებს გავეცნო

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან  ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში საფიჩხიის მუნიციპალიტეტის ევდოშვილის, ნეკრასოვის, ბაგრატიონის ქუჩებისა და  ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ხარებავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგების გაცნობის შემდეგ, მოისმინა მოქალაქეების პრობლემები, პოლიტიკური შეხედულებები, შენიშვნები, რჩევები. ისაუბრა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ქუთაისში განათლების, კულტურის, მედიცინის ხელშეწყობასა და თითოეული მოქალაქის ჩართულობის სურვილზე ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხში.

"ინდივიდუალური შეხვედრები უფრო მეტად მაძლევს საშუალებას გავეცნო ჩემი თანაქალაქელების შეხედულებებს და პრობლემებს. მოქალაქეების პრობლემები თუ მიდგომები, განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ საერთო ერთია -  მათ უნდათ მშვიდობიანად ცხოვრება მოწესრიგებულ და  ლამაზ ქალაქში. ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ, ჩვენი მოქალაქეების თანადგომით, საერთო საქმისათვის ერთად ყოფნით ეს კიდევ უფრო მალე გახდება შესაძლებელი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა