|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები არის ქალაქის განვითარებაში მათი ჩართულობის პროცესის დასაწყისი

 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების პრინციპით საარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის-ქანთარიას, ქუთათელის, ასათიანის მე-5 ჩიხისა და ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა.

"ეს შეხვედრები საშუალებას მაძლევს უშუალოდ ვესაუბრო მოქალაქეებს, გავაცნო ჩემი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები, ავუხსნა და განვუმარტო,  რა გაკეთდა, ამჟამად რა კეთდება და სამომავლოდ რა გვაქვს დაგეგმილი. ადამიანები ისედაც სხვადასხვა სატელევიზიო არხების გავლენის ქვეშ ექცევიან. ინდივიდუალური შეხვედრები კი ნიშნავს მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია. ეს არის შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობა ამომრჩეველთან. ეს არის ქალაქის განვითარებაში მათი ჩართულობის პროცესის დასაწყისი“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა