|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა იყო და არის ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი

 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს (ჯეო ჰოსპიტლის) მედპერსონალს შეხვდნენ.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა გახდა. ამ პრიორიტეტის განხორციელებაში ვინ, თუ არა თქვენ - მედიცინის დარგის სპეციალისტები ხართ წამყვანი მნიშვნელობის ადამიანები. განსაკუთრებით გამოიკვეთა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მნიშვნელობა "კოვიდ 19"-ის პანდემიის პირობებში, როცა ვირუსთან ბრძოლაში თითოეული თქვენგანი ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ ექიმს, ექთანს, სანიტარს, დაწესებულების ადმინისტრაციას, რომ მედგრად დგახართ და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად აგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას. ჯანდაცვის მიმართულებით არაერთი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა, რამაც ათასობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე, ჯანმრთელობის დაცვა იყო და არის ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი“, - მიმართა ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლებს იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა