|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის მერია აფხაზეთიდან დევნილთა კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ინტენსიურად მუშაობს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე დევნილთა კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ესწრებოდა.

მერობის კანდიდატის თქმით, დევნილთა კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუშაობა ინტენსიურად ხორციელდება და ქუთაისის მერია აფხაზეთიდან დევნილების კეთილდღეობაზე ზრუნვას გააგრძელებს.

"მახარებს, რომ აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეები ქუთაისს საკუთარ მშობლიურ ქალაქად მიიჩნევენ. ეს ასეც არის, რადგან ეს ქალაქი მათთვის უკვე მშობლიურია, თუმცა ჩვენი სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ, სადაც ყოველი ქვა და კენჭი მათთვის მშობლიურია, იქამდე კი მათთზე ზრუნვას აქ გავაგრძელებთ.

აფხაზეთიდან დევნილებს საცხოვრებელი ბინები, რომლითაც ისინი სახელმწიფომ უზრუნველყო, ძირითადად, დაკანონებული აქვთ. ორ კორპუსში არსებობდა ლიფტების პრობლემა, რომელიც მერიის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ტენდერი დასრულებულია და ორივე კორპუსში ლიფტები ოქტომბრის ბოლომდე რეაბილიტირდება. მერია ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და რიგი კომუნალური პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა