|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი მეზურნიშვილი ერთაწმინდისა და გარიყულას მოსახლეობას შეხვდა (R)

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების, ერთაწმინდისა და გარიყულას მოსახლეობას შეხვდა.

 კანდიდატმა სოფლებში არსებული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურის, გაზიფიკაციის საკითხები განიხილა და მათი მოგვარების

კონკრეტულ გზებზე ისაუბრა. 

"მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სწორედ სოფლის მოსახლეობას სჭირდება. მე ვიცი, თუ რა პრობლემები გაწუხებთ თქვენ. მე დღეს აქ ვიხილე თქვენი ერთსულოვნება და მჯერა, რომ ამ ერთსულოვნებით მივაღწევთ დიდ გამარჯვებას'',-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი