"ირინა ენუქიძის მსგავსად ზაზა სარალიძე იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს" -გიორგი მარგველაშვილი
ირინა ენუქიძის მსგავსად ზაზა სარალიძე იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე.
"ირინა ენუქიძის მსგავსად ზაზა სარალიძე იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს - ტრაგიკულია რომ 10 წლის თავზე იმ ტრაგედიიდან რომელმაც შეძრა ჩვენი საზოგადოება, დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღეს იგივე ტრაგედიის, საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი,"-განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავის პოზიცია დააფიქსირა. მან ასევე ისაუბრა ნარკოტიკების წარმოების მიუღებლობასა და ბოლო დროს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული საკითხებზე მთავრობის შეფასებების მიმართ. მისი თქმით, ხელისუფლების რეაგირება ამ საკითხზე არაადექვატურია. "არაადეკვარტური ღიმილი არ მიმაჩნია ადეკვატურ და სწორ პასუხად", -განაცხადა პრეზიდენტმა. ის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოდის და მასზე დასწრებას პირადად გეგმავს.
ავტორი: ნიუპრესი