იტალიაში გაიმართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მორაგბე ასპარეზობდა
იტალიაში ევროპის ჩემპიონატის B გრუპის პირველი მატჩი გაიმართა რაგბში . ჟენოვას კლუბმა გერმანიის ქალაქ ჰეიდელბერგის კლუბს უმასპინძლა. გერმანიის კლუბის სახელით ქართველი რაგბისტი ლევან შვანგირაძე გამოდიოდა. მან თავისი სისწრაფით და სხარტი აზროვნებით კვლავ გამოიჩინა თავი. შვანგირაემ 1 ლელო დადო და გარდასახვით დააწინაურა გუნდი. ქართველი მორაგბის ლელო და გარდასახვა გერმანიის გუნდითვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძლებმა გერმანელები ანგარიშით 22-20 დაამარცხეს.
შემდეგი შერკინება 2 კვირაში ჩეხეთში გაიმართება. გერმანიის კლუბს ჩეხეთის ჩემპიონი გუნდი უმასპინძლებს. შეხვედრა ჩვენი დროით 18:00 საათზე გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი