იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
იტალიის ცენტრალურ ნაწილში ორი საათის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
პირველი მიწისქვეშა ბიძგები მაჩერატას პროვინციაში დაფიქსირდა. სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდა. მოგვიანებით კიდევ 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან აღმოსავლეთით, 68 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ რომშიც.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დანგრეულია რამდენიმე შენობა. როგორც BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა მხოლოდ ოთხმა მათგანმა მიიღო სერიოზული ტრავმები.
უმბრიას რეგიონის ქალაქ კამპოში დანგრეულია მე-15 საუკუნის ეკლესია, რომელიც აგვისტოში მომხდარმა მიწისძვრამ დააზიანა.
24 აგვისტოს ცენტრალურ იტალიაში მომხდარ მიწისძვრა 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით იტალიაში, მიწისძვრით დაშავებულებს შორის საქართვლოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ავტორი: ნიუპრესი