იუსტიციის მინისტრის საახალწლო სიურპრიზი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ბავშვებისათვის [R]
საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობამ, ასევე სასჯელაღსრულების N11 დაწესებულების თანამშრომლებმა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ბავშვებისათვის საახალწლო სიურპრიზი მოამზადეს.
31 დეკემბერს, 23.30 საათზე, მსჯავრდებულ ბავშვთა მშობლები, და-ძმები და ორი მოზარდი მსჯავრდებულის მეუღლეები მცირეწლოვანი შვილებით სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებაში საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად მივიდნენ და საზეიმოდ მორთულ დარბაზში უხმაუროდ განთავსდნენ. რამდენიმე წუთში, დაწესებულების ადმინისტრაციამ დარბაზში მსჯავრდებულებიც შემოიყვანა. დიდი სიხარულითა და ბედნიერების შეძახილებით შეეგებნენ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს და 2019 წლის დადგომა ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეს.
„ამ დაწესებულებაში ჩემი პირველი ვიზიტისას, არასრულწლოვან პატიმრებს ვუთხარი, რომ მთავარი მათ ცხოვრებაში მხოლოდ იმაზე ფიქრი კი არ არის, თუ როდის გაიღება ციხის კარი, მთავარი იმაზე ფიქრია, როგორ უნდა დაგეგმონ ცხოვრება ისე, რომ ციხის გაღებულ კარში გასვლის შემდეგ უკან აღარ დაბრუნდნენ. ამას კი მომზადება, როგორც სახელმწიფოს ისე ოჯახებისა და მსჯავრდებულების მხრიდან ძალისხმევა და შრომა სჭირდება. მიხარია, რომ საახალწლო სიურპრიზი წარმატებული გამოგვივიდა, რადგან მას გულდასმით ვგეგმავდით, გვინდოდა, რომ ბავშვებს წინასწარ არ გაეგოთ მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების შესაძლო ვიზიტის შესახებ. ახალი წლის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ გარემოში შეხვედრა ბავშვებისთვის მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს, მათ სიხარულით ავსებს და მომავლის რწმენას უნერგავს.“ - განაცხადა თავის საახალწლო მიმართვაში იუსტიციის მინისტრმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა