|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კამპანიის "ქუთაისი დნიპროსთვის" ფარგლებში დნიპროს 30 000 ლარი გადაერიცხა

კამპანიის "ქუთაისი დნიპროსთვის" ფარგლებში 30 000 ლარი  შეგროვდა და დნიპროს მერიის სოციალური სამსახურის ანგარიშზე გადაირიცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას კამპანიის ორგანიზატორები ავრცელებენ. 

 

"დასრულდა კამპანია ,,ქუთაისი დნიპროსთვის". შეგროვდა 30000 ლარი და თანხა დნიპროს მერიის სოციალური სამსახურის ანგარიშზე გადაირიცხა. ორგანიზაცია ,, ქუთაისი დნიპროსთვის" სპეციალურად დნიპროს დასახმარებლად შეიქმნა მას შემდეგ რაც დაბომბილი ქალაქი დნიპროს მერმა ქუთაისელებს, როგორც დაძმობილებული ქალაქის მკვიდრებს, დახმარების თხოვნით მიმართა. ერთთვიანი კამპანიის მანძილზე შემოწირულობა ორგანიზაცია ,, ქუთაისი დნიპროსთვის" სპეციალურ ანგარიშებზე ირიცხებოდა", - აცხადებენ ორგანიოზატორები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა