"ვუსამძიმრებთ იტალიას, ჩემს საყვარელ, მშობლიურ სახლად ქცეულ ქვეყანას!"
საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იტალიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო იტალიელ ხალხსა და ქვეყნის ხელისუფლებას უსამძიმრებს.
"დღეს იტალიის რესპუბლიკაში გლოვობენ. საშინელმა მიწისძვრამ იმსხვერპლა რამდენიმე ქალაქი - არის ნგრევა, არის მსხვერპლი. სტიქიამ არ იცის გარჩევა დიდის და პატარის, ქალის და ბავშვის... არ ინდობს რასის და რელიგიის მიხედვით.
ჩვენ უძლურები ვართ ბუნებრივი კატაკლიზმების წინაშე. ჩვენ ვგლოვობთ იტალიის მოსახლეობასთან ერთად! ვუსამძიმრებ ყველას, ვისი ახლობელი, ოჯახის წევრი, ნაცნობი თუ მეგობარი შეეწირა მიწისძვრას. ვუსამძიმრებთ იტალიას, ჩემს საყვარელ, მშობლიურ სახლად ქცეულ ქვეყანას! ვუსამძიმრებ იტალიელ ხალხს, მთავრობას. ვიზიარებ ამ დიდ მწუხარებას"-წერს კახი კალაძე.
ავტორი: ნიუპრესი