კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევს
უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
კლუნის ფონდმა სამართლიანობისთვის დღეს განაცხადა, რომ TrialWatch, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, აპირებს აწარმოოს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგი.
ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, რომელიც აფასებს საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად. ფონდის განცხადებაშია ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და „მას სამჯერ უთხრეს უარი გირაოს მოთხოვნაზე მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცების საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი გირაოს მიზეზების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე“.
ავტორი: