|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კობა ლურსმანაშვილი წინასაარჩევნო ფორმატში ჩხერიმელას ხეობის მცხოვრებლებს შეხვდა

ხარაგაულის მერობის კანდიდატი, კობა ლურსმანაშვილი ქვების, მოლითისა და ნებოძირის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება - დემოკარტიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრების ფორმატში  ქვების, მოლითისა და ნებოძირის მოსახლეობას შევხვდა.

სწორედ ამ ხეობაში ორი ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტი მიმდინარეობს. ესაა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის  რეაბილიტაცია  და რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მიმართა, რომ მისი  დიდი ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ მოლითი-ფონა - ჩუმათელეთის მონაკვეთზე,  გზის  სარეაბილიტაციო  სამუშაოები ახლო მომავალში კვლავ აქტიურად გაგრძელდეს.

ხეობის მცხოვრებელებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მატარებელი, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთადერთი გადაადგილების საშუალებაა. 

,,აღნიშნულ  საკითხზე  ვმუშაობთ  შესაბამის  სამინისტროსთან  და როგორც  გვპირდებიან,  მატარებლის  მოძრაობა  კვლავ  აღდგება,  რომელიც მოსახლეობის გადაყვანას მათთვის მისაღები გრაფიკით შეძლებს“, - აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.

დღესვე მერობის კანდიდატმა, კობა ლურსმანაშვილმა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა, რომელიც მოლითში მისი მერად არჩევის შემთხვევაში აუცილებლად განხორციელდება. 

,,მოლითს  უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ცენტრი, არ ვუბრუნდები წარსულს, თუმცა ეს არის ხარაგაულისათვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა,  რომელიც ამ სოფელს უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნული პროექტის  განხორციელებისათვის  მაქსიმუმს  გავაკეთებ. ჩვენ ამ  მიმართულებით  მუშაობის კარგი გამოცდილება გვაქვს. სწორედ  ამის  შედეგია,  რომ  დღე  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში  ოთხი  იუსტიციის  სახლი  ფუნქციონირებს  და  მოსახლეობა 200-ზე  მეტი  სერვისით სოფლიდან  გაუსვლელად  სარგებლობს“, - აცხადებს კობა ლურსმანაშვილი. 

 

დღესვე შეხვედრაზე მოსახლეობას  მოლითის  მაჟორიტარი  დეპუტატობის  კანდიდატი  მერაბ  ტალახაძე წარუდგინეს,  რომელიც  კარგად  იცნობს აქ  მცხოვრებთა  პრობლემებს.

,,დღეს  შეხვედრაზე,  ყველაზე მეტი პრობლემური საკითხები  წამოიჭრა, თუმცა თითოეული  მათგანი  ნამდვილად დაძლევადია. ვფიქრობ, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც განხორციელების ეტაპზე ბევრი სირთულე ახლავს,  დასასრულს სრულიად შეცვლის ამ ხეობის ცხოვრებას და ადგილობრივებს განვითარების ძალიან ბევრ და ახალ შესაძლებლობებს მისცემს“- ასე შეაჯამა შეხვედრა მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი