|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა- „ყველა ახალი შემთხვევა დაკავშირებულია იტალიასთან"

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 9-ს მიაღწია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველა ეს კონტაქტი არის დაკავშირებული იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან ხუთი აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ. ერთი კლასტერი, ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური. რომლებიც ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. დღევანდელი საღამოთი ცხრა დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კორონავირუსული ინფექციის“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია დღეს დაუდგინდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა