"კვირის ბოლოს "ტორპედოს" ახალი მფლობელი ეყოლება"
"კვირის ბოლოს "ტორპედოს" ახალი მფლობელი ეყოლება" -ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას შეხვედრა იტალიელ ინვესტორებთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.
იტალიელი ინვესტორები მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას აცხადებენ, მოლაპარაკებები მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე კვირის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მფლობელი ეყოლება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე მხარეებმა იმ გარანტიებზეც ისაუბრეს, რომლითაც გუნდს უნდა ჰქონდეს სტაბილური დაფინანსება, ფეხბურთელების კონტრაქტები უნდა იყოს მყარი და არ უნდა დაირღვეს პირობები, რაც წინა შემთხვევაში ხდებოდა. მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და "კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში" ღირსეული გამოსვლა იქნება.
ავტორი: ნიუპრესი