ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა
ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ორი რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა: აკვრაში მან 264 კგ აწია, რაც მსოფლიო რეკორდია. ორჭიდის ჯამში კი 478 კგ, რაც ასევე მსოფლიოს საუკეთესო შედეგია.
ლაშა ტალახაძე მძიმე წონაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში გუშინწინ დაიწო და დღეს დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ რეკორდის ოფიციალურად ჩასათვლელად, ის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ (მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა) ან კონტინენტურ ტურნირზე უნდა დამყარდეს.
105 კგ.
I ირაკლი ჩხეიძე ზუგდიდი ( ოლიმპ ცენტრი)- ატაცი 162.167. აკვრა 198.205.211 ორჭიდი 378
II დავით ხეცურიანი (ქუთაისი) – ატაცი 167. 172. აკვრა 198. 205 ორჭიდი 377
III აკაკი ტალახაძე (საჩხერე) – ატაცი 133. 138. 142. აკვრა 168. 173. 177. ორჭიდი 319
+105
I ლაშა ტალახაძე (საჩხერე) – ატაცი 205. 214. აკვრა 240. 255. 264. ორჭიდი 478
II გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) – ატაცი 177. 182. აკვრა 217. 223. 228. ორჭიდი 410
III ბაქარ თურმანიძე (აჭარა) – ატაცი 175. 181. 184 აკვრა 212 ორჭიდი 396.
1tv.
ავტორი: ნიუპრესი