|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა ტალახაძემ ტოკიოში თავისი რეკორდი გააუმჯობესა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოში ატაცში 223 კგ ასწია და მსოფლიო რეკორდი მოხსნა.

მსოფლიო რეკორდი ძალოსნობის ამ კატეგროიაში აქამდე 222 კგ იყო და ისიც ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა.

პირველ ცდაზე ქართველმა ძალოსანმა 208 კგ შეუკვეთა და იოლად დაძლია, მეორეზე – 215 კილოგრამს შეუტია. მისი აწევა ოლიმპიური რეკორდის დამყარებას ნიშნავდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მას არც ოლიმპიური რეკორდის დამყარება გასჭირვებია.

მესამე ცდაზე მისმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ 221 კგ შეუკვეთა. თუმცა ბოლო მომენტში 223-ად გადააკეთა. მიზეზი მარტივია – 222 კგ ლაშას მიერ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი იყო. მისი გაუმჯობესებისთვის კი ერთით მეტი კილოგრამი იყო საჭირო.

ლაშა მივიდა და 223 კილოგრამიც დაძლია.

ტალახაძე ოლიმპიადაზე გამოსვლას აგრძელებს და ოქროს მედლის მოგების უმთავრესი კანდიდატია.

ავტორი: ნიუპრესი -

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა