|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ხუთეულში ბაღდათის და საჩხერის სკოლების პედაგოგები მოხვდნენ

2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ხუთეული ცნობილია. მათ შორის არიან იმერეთის საჯარო სკოლის პედაგოგები.

ხუთეულში მოხვდა ელისო აბრამიშვილი საჩხერის მეორე საჯარო  სკოლის ქიმიის პედაგოგი და მანანა კაპეტივაძე ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურის და რუსულის ენების მასწვალებელი, 

ასევე ხუთეულში არიან ჯაბა ლაბაძე, სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი,

ლელა კოტორაშვილი, წმ. გიორგი სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლირატურის მასწვალებელი, 

დაჩი ნანობაშვილი, ქართულ-ამერიკული განათლების ცენტრის, სკოლა "ჰამილტონის" მათემატიკის მასწავლებელი.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო"  კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის ორგანიზებით ტარდება. 

ეროვნულ დონეზე გამარჯვებულს ჯილდოს სახით 10.000 ლარი დაერიცხება და გლობალური ჯილდოს ერთ-ერთ მონაწილედ დასახელდება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 5 ოქტომბერს გამოვლინდება. კონკურის წელს მეორედ იმართება. 

ავტორი: ნიუპრესი