|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი გოგა გოგლიჩაძემ გადაარჩინა

ბიჭი, რომელმაც ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი, მაშველების მისვლამდე გადაარჩინა, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ჯარისკაცმა როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა, ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩაძეს მადლობას უხდის გმირული საქციელისთვის!

გადარჩენილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი