|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მენეჯერული გადაწყვეტილების გამო, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლით გასამართლება დაუშვეებლია!"

მთავარი ახრის დამფუძნებლისა და  გენერალური დირექტორის ნიკას გვარამიას სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით დაკავებასთან   დაკავშირებით მედიაორგანიოზაციები  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 
 
"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის თაობაზე ჩვენს მიერ აღქმულია როგორც უკიდურესად საშიში პრეცენდენტი, რამაც შეიძლება საქართველოში შეუძლებელი გახადოს კერძო მედიაოგრანიზაციების თავისუფალი საქმიანობა.
მივიჩნევთ, რომ მენეჯერული გადაწყვეტილების გამო, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლით გასამართლება დაუშვეებლია! გადაწყვეტილება ატარებს მედიაზე ზეწოლის ნიშნებს და განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიაგარემოზე, ისე ზოგადად ქვეყნის ბედზე, მის ევროპულ მომავალზე, გაზრდის დაპირისპირების ფონს და პოლარიზაციას, რაც ,,დამოკლეს მახვილვით“ ჰკიდია, როგორც ქართული მედიის, ისე საქართველოს საზოგადოების თავზე.
მივმართავთ საქართველოში მედიაგარემოზე და ქვეყნის ბედზე მზრუნველ ყველა ინსტიტუტს, გააკეთონ ყველაფერი მდგომარეობის გამოსასწორებლად!"- ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს  აწერენ შემდეგი მედიაორგანიზაციები:
 
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი (GARB)
საქართველოს რეგიონული მედიის ასოცაიცია (GRMA)
საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი (GRRN)
წევრი ორგანიზაციები:
1. TV 25 – აჭარა
2. ODISHI TV – სამეგრელო
3. TV მეცხრე ტალღა – ფოთი
4. TV GURIA – გურია
5. TV RIONI – იმერეთი
6. ATV 12 – ახალქალაქი
7. TV GURJAANi – კახეთი
8. TV ფარვანა – ნინოწმინდა
9. TV რიონი 2 – იმერეთი
10. TOK TV – სამცხე – ჯავახეთი
11. რადიო ოდიში +- სამეგრელო
12. რადიო ჰარმონია – ფოთი
13. რადიო ,,მთის თემი” – მცხეთა მთიანეთი
14. რადიო რიონი – ქუთაისი,იმერეთი
15. რადიო ,,მოზაიკა” – შიდა ქართლი
16. ტელეკომპანია ,,იმერვიზია” – საჩხერე, ჭიათურა, ზემო იმერეთი
17. აგროგარემო TV – რაჭა, აჭრა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, სამცხე ჯავახეთი, კახეთი
18. არგო TV – ზესტაფონი, იმერეთი
19. რადიო არგო – ზესტაფონი იმერეთი
20. ეგრისი TV – სენაკი
21. კოლხეთი 89 – ჩხოროწყუ
22. ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი“
23. ტელეკომპანია ,,ბორჯომი“
24. რადიო ,,ჰერეთი“
25. რადიო ,,თბილისი“
26. რადიო ,,ციტრუსი“
27. რადიო ,,ძველი ქალაქი“
28. რადიო ,,ათინათი“
29. newpress.ge
30. psnews.ge
31. gurianews.com
32. speqtri.ge
33. psnews.ge
34. kvemokartli.ge
35. ms news
36. tkibuliinfo.ge
37. .svaneti.ge
38. sknews.ge
39. qartli.ge
40. acharaps.com
41. guriismoambe.ge
42. chemikharagauli.ge
43. ambrolauriskhma.ge
44. zugdidelebi.ge
45. livepress.ge 
46. Infoimereti.ge

ავტორი: