|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე ექსპერტები დაიკითხნენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის  სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხრის ექსპერტები ემზარ გავაშელაშვილი და ირაკლი სადრაძე დაიკითხნენ.

სამხარაულოს ექსპერტიზის ბიუროს ემზარ გავაშელაშვილის ინფორმაციით, დასკვნა ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველების ჩვენებზე და გამოძიების შედეგებით მომზადდა, რომლის მიხედვითაც, ცნობილი გახდა, რომ კვირიკაშვილის ქმედება პროვოცირებული იყო თეთრი ფერის ავტომობილის მანევრირებით და მას შეჯახების აცილება არ შეეძლო. მისივე თქმით, შეჯახების დროს ბემვეს მარკის ავტომობილი რა სიჩქარით გადაადგილდებოდა, გამოთვლა შეუძლებელი იყო.

ბრალდების და დაცვის მხარის კითხვებს უპასუხა ექსპერტმა ირაკლი სადრაძემ. მისი თქმითაც, მიცემულ დროს მერაბ კვირიკაშვილის მანევრირება იყო მართებული, რადგან მას არ შეეძლო შემთხვევის აცილება.

პროკურორ ვალერის კუჭუხიძის კითხვაზე, საკმარისი იყო თუ არა 50 მეტრი მანევრისთვის, უპასუხა, რომ 50 მეტრი არის ოპტიმალური მანძილი მანევრირებისთვის, მაგრამ არ იყო საკმარისი დამუხრუჭების და გაჩერებისთვის.

სხდომა პროტესტის ნიშნად სხდომა გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამამ მალხაზ პაპასკირმა. მისი თქმით, შეუძლებელია იმის მოსმენაც, რაც პროცესებზე ხდება.

"ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარაა, შეუძლებელია იმის მოსმენა, რაც პროცესებზე ხდება. დღეს მეტისმეტი იყო, თითქოს ჩემი შვილი მოძრაობდა მაღალი სიჩქარით. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ და ბოლომდე გავყვები", -განაცხადა მალხაზ პაპასკირმა.

მომდევნო სხდომა 22 თებერვალს ჩაინიშნა. სხდომაზე გამომძიებელი დაიკითხება.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მერაბ კვირიკაშვილს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი