მესხიშვილის თეატრის დირექტორის პოსტზე სამი კანდიდატი დასახელდა
"ნიუპრესის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია მესხიშვილის თეატრის დირექტორის გადადგომის შესახებ, თეატრში დაადასტურეს. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, თამარ ლორთქიფანიძემ თანამდებობა დღეს დატოვა. დირექტორის პოსტზე კი სამი კანდიდატურა განიხილება.
"თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ სულხან გოგოლაშვილის კანდიდატურა წარადგინა, დასის ნაწილმა მარიკა სამანიშვილის, გიორგი შალამბერიძემ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. თეატრში არსებული სამხატვრო საბჭო კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით შეარჩევს და დასამტკიცებლად კულტურის სამინისტროს წარუდგენს",-განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში ნანა ქაჯაიამ.
ჩვენ შევეცადეთ წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრება, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი