მისისიპის შტატში 20,000 მოსწავლე კარანტინში მოათავსეს
აკადემიური წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში 20,000 მოსწავლე 800 სხვადასხვა სკოლიდან კარანტინში მოათავსეს. 4,500 ბავშვი პირველივე კვირაში ცუდად გახდა. ამის შესახებ "BBC" იტყობინება.
ამერიკის შეერთებული შტატები ათასობით მოსწავლეს ისეთი შტატებიდან როგორიცაა მისისიპი, სადაც ვაქცინაციის შედარებით დაბალი დონეა და პირბადის ტარების წესსაც უგულებელყოფენ, კარანტინში დარჩენისაკენ მოუწოდებს.
დელტა ვარიანტი, რომელიც ა.შ.შ-ში დომინირებს, ახალგაზრდებს განსაკუთრებით უტევს.
პანდემიის დაწყებიდან ამერიკაში დაფიქსირებული 37 მილიონი შემთხვევიდან 4.4 მილიონი ბავშვია.
12 წლამდე ბავშვების აცრა ჯერჯერობით არ არის ნებადართული ა.შ.შ-ში, რაც მათ ინფიცირების დიდი რისკის ქვეშ აყენებს.
შტატის ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ გარდაცვლილია 13 წლის გოგონა, რომელიც უკვე მეხუთე გარდაცვლილი ბავშვია მისისიპში.
ავტორი: ნიუპრესი