მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
უკრაინის მედიის ინფორმაციით, ბრძანება ქვეყნის მეთაურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
როგორც ცნობილია, მიხეილ საკაშვილი უკრაინაში დაუყოვნებლივ ჩაფრენას გეგმავს.
შეგახსენებთ, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში გაუუქმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა