რა ცვლილებები მოითხოვა ქუთაისის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტში? [VIDEO]
ქუთაისის საკრებულოს ხუთმა კომისიამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. დეპუტატებმა შენიშვნები და რეკომენდაციები მერიას გადაუგზავნეს.
საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გურამ ტოროშელიძის განცხადებით, კომისიამ ბიუჯეტში 1 100 000 ლარიანი ცვლილება მოითხოვა.
„ჩვენ განვიხილეთ ბიუჯეტი და მოვიწონეთ. გვქონდა რამდენიმე შენიშვნა, რაც წერილობითი სახით გადავუგზავნეთ მერიას. ცვლილება შეეხება ორმოული შეკეთებისთვის გამოყოფილ თანხებს, გადახურვის პროგრამას, ატრაქციონებს, „სპეციალური სერვისებისებისათვის“ მილიონი ლარის დამატება, ჯამში 1 100 000 ლარის ცვლილება მოვითხოვეთ“,-განაცხადა გურამ ტოროშელიძემ.
ტოროშელიძე იმედს გამოთქვამს, რომ მერია მოთხოვნებს გაითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტს მაინც მხარს დაუჭერს, რადგან თვლის, რომ მერია ბიუჯეტს შესაძლებლობების მიხედვით ადგენს.
მოკრძალებული ცვლილებები მოითხოვა ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს ჯანდაცვის კომისიამაც. თავმჯდომარე თეიმურაზ ნადირაძე განმარტავს, რომ წელს პროექტების რაოდენობა ორით გაიზარდა.
„მუხლობრივი ცვლილება მოვითხოვეთ და ორი პროგრამა დავამატეთ. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მკრუნალობისა და აფახაზეთისა და ოსეთის ომის ვეტერანებისთვის მატერიალური დახმარების მიზნით. ყველა ცვლილება ქალაქის ინტერესების გათვალისწინებითაა“, - განაცხადა ნადირაძემ.
თავმჯდომარე არ დაეთანხმა ოპოზიციონერი დეპუტატის შენიშვნას თანხების „მკვდარ მუხლებში“ ჩადებასთან დაკავშირებით.
ნადირაძის განმარტებით, ყველა პროგრამა საჭიროა, თუმცა ხარჯვა და მოთხოვნილება განსხვავდება, რისი გათვალისწინებითაც ხდება ბიუჯეტში ცვლილებები.
ბიუჯეტის პროექტის განხილვას არ დასწრებია საკრებულოს ოპოზიცია,
დამოკიდებელი დეპუტატი ნატო ქათამაძე კიი თვითმართველობის მიერ შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შესახებ საუბრობს. ნატო ქათამაძე ირწმუნება, რომ გასულ წლებში მერიამ არცერთი მისი შენიშვნა არ გაითვალისწინა და არც უარის მიზეზი აცნობა წერილობით.
“რა აზრი აქვს ბიუჯეტის განხილვას, როდესაც არც ერთ შენიშვნას არ ითვალისწინებს თვითმმართველობა. გასულ წლებში არსებული ცვლილება არა თუ გაითვალისწინეს, უარის მიზეზიც არ შემატყობინეს. ამიტომ ჩემს შენიშვნებს საკრებულოს სხდომაზე გავაჟღერებ“,-განაცხადა ქათამაძემ.
საკრებულოს თავმდომარის განცხადებით, შენიშვნების დიდი ნაწლი ბიუჯტის მუხლობრივ ცვლილებას ეხებოდა და საერთო ჯამში თანხის გაზრდა არ მომხდარა. დვალის განცხადებით, ცვლილებები კომპონენტურად და არსობრივად იყო მოთხოვნილი და არა თანხობრივად. „ბიუჯეტი უნდა იყოს დაბალანსებული. შემოსულობები და ხარჯვითი ნაწილი იყოს ტოლი, თუ მოვითხოვთ რაიმეს დამატებას მაშინ უნდა მივუთითოთ წყარო, თუ საიდან იქნება შესაძლებელი თანხების მოზიდვა. ჩვენ ვერ მოვთხოვთ აღმასრულებელს თანხების გაზრდას“-განაცხადა დავით დვალმა.
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს მომავალ სხდომაზე დამტკიცდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი