|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მშენებლობა გეოლოგიური დასკვნის გარეშე - საკითხით ქუთაისის მერი დაინტერესდა

ქუთაისის წერეთლის ქუჩის 58-ნომერში მდინარე რიონის სანაპიროზე დაწყებული მშენებლობის კანონიერებაზე  ქუთაისის მერიაში იმსჯელეს, ამის შესახებ "ნიუპრესს" ადგილობრივმა იულია ლანჩავამ განუცხადა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას  აპროტესტებს.

იულია ლანჩავას განცხადებით, არამდგრადი ნიადაგის გამო სამუშაოები საფრთხეს მეზობლების საცხოვრებელსაც უქმნის. მისივე თქმით, მშენებლობა გეოლოგიური დასკვნის გარეშეა დაწყებული. 

"მშენებლობასთან დაკავშირებით ვესაუბრე ქალაქის მერს.  მერმა დაიბარა შესაბამისი სამსახურების წარმომადგებლები და მოითხოვა გეოლოგიური დასკვნა.  არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელს ზაზა ჩხიკვაძეს კი, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ნებართვაზე, იმის აღიარება მოუხდა, რომ დასკვნა მართლაც არ არსებობს. მან მერს განუცხადა, რომ ეს ნებართვა საჭირო არ იყო. მერს ვაჩვენე ფოტოები, რომ მშენებლობა რიონის სანაპიროზე მიმდინარეობს, რაზეც ჭიღვარიამ აღნიშნა, რომ მშენებლობა თითქმის მდინარის კალაპოტშია დაწყებული, რაც საფრთხის შემცველია, რადგან  სანაპიროს  დამცავი ჯებირი არ აქვს,  დატბორვის შემთხვევაში კი პასუხს და ზარალის ანაზღაურებას მერიას მოთხოვენ", -განაცხადა ლანჩავამ.

 

იულია ლანჩავამ საკითხთან დაკავშირებითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა. მისი თქმით, სასამართლომ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა არ გასცა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. 

 შეგახსენებთ, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მოქალაქე ვარლამ მეტრეველის სახელზე მერის მოადგილის იუზა უგულავას ხელმოწერითაა გასული წლის  22 დეკემბერსაა გაცემული. 

მშენებლობის კანონიერების საკითხზე მოქალაქემ მერია ადრეც მიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და მესაკუთრეს ჯარიმა ადგილზე საინფორმაციო ბანერის არარსებობის გამო დააკისრეს. სხვა დარღვევა, როგორც ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ზვიადფ ჯავახია ირწმუნებოდა, ადგილზე არ აღმოჩნდა.

 

რიონის სანაპიროზე სასტუმროს მშენებლობა დავის მიზეზი ხდება

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე