"მთელი სოფელი ვგლოვობთ"-ვანში მომხდარ ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა
ვანში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ვანი–ბაღდათის საავტომობილო გზის მეხუთე კილომეტრზე, სოფელ დიხაშხოს გადასახვევთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად "მერსედესის" მარკის ავტომობილში მყოფი დედა და მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ. ამავე ავტომობილში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის მეუღლე და მათი გოგონა. ისინი ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გარდაცვლილები 37 წლის ქეთი ლომიძე და მისი 7 თვის შვილი არიან. მათი ცხედრები ვანის რაიონში უკვე გადაასვენეს.
"მთელი სოფელი ვგლოვობთ, საშინელი ტრაგედია მოხდა. არ ვიცი რა ვთქვათ, უპატიოსნესი ოჯახი იყო და ამ ამბავმა ყველა დაგვამწუხრა" – განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა ავთანდილ ჭელიძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი