"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციამ მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციამ შიდა პარტიულ არჩევნებთან დაკავშორებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს ნიკა მელიას.
მათი განცხადებით, ახლა პარტიის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავოსუფლებაა და ამბობენ, რომ ამისთვის აუცილებელია თავმჯდომარის პოსტზე კვლავ ნიკა მელია აირჩიონ.
დღესვე შეიქმნა შტაბი, რომლის ხელმძღვანელად გაგა მანაგაძე დაასახელეს, საორგანიზაციო მდივნის პოზიცია კი პაატა ღაჭავამ დაიკავა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. თავმჯდომარის პოსტზე კენჭს 4 კანდიდატი იყრის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი