რეაბილიტირებულ მესხიშვილის თეატრში წყალი ჩამოვიდა
ქუთაისში, ლ. მესხიშვილის თეატრის რეაბილიტაციიდან 4 დღის შემდეგ, შენობაში წყალი ჩამოვიდა.
6 მაისს, მესხიშვილის თეატრში სცენაზე წყალი იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც სპექტაკლი მიმდინარეობდა.
თეატრის სახურავიდან წყალმა სცენაზე ჩამოსვლა სპექტაკლის („შემოსავლიანი ადგილი“) დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ დაიწყო. რა დროსაც გარეთ ძლიერად წვიმდა.
თავდაპირველად, მაყურებელმა ჩათვალა, რომ სცენაზე წყალი სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ სცენაზე წვიმის წყალი სახურავიდან ჩამოდიოდა. მომხდარი ინცინდენტის გამო, მსახიობებს ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ თამაში.
მესხიშვილის ახლადრეაბილიტირებული თეატრის სცენაზე წვიმა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, შემდეგ გარეთ წვიმამ გადაიღო.
მესხიშვილის სახელობის თეატარის
რეაბილიტაცია
გასული
წლის
ბოლოს
დაიწყო
და
ის
2 მაისს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებულ ცენტრალურ მოედანთან ერთად გახსნა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი