|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი სიხარულიძე: თეატრში წვიმა შემთხვევით ჩამოვიდა

წვიმა მესხიშვილის თეატრის სცენაზე, არ არის კავშირში უხარისხოდ შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოსთან – ასეთ განმარტებას აკეთებენ ქუთაისის მერიაში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე წვიმის ჩამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით.

შემთხვევა ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, რეაბილიტაციისდან მე–4 დღეს მოხდა.  6 მაისს, მესხიშვილის თეატრის სცენაზე წყალი იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც სპექტაკლი მიმდინარეობდა. თეატრის სახურავიდან წყალმა ჩამოსვლა სპექტაკლის („შემოსავლიანი ადგილი“) დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ დაიწყო. რა დროსაც გარეთ ძლიერად წვიმდა.  თეატრის სცენაძე წვიმა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, შემდეგ გარეთ წვიმამ გადაიღო.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტში ჩარევა არ არის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენცია, რადგან მომხდარი აბსოლუტურად ტექნიკური ხარვეზია, რომლიც თეატრის ხელმძღვანელობამ უნდა მოაგვაროს.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე კი მომხდარ ფაქტს შემთხვევითობას უკავშირებს. ,,თეატრის სახურავზე არსებული საჰაერო შემთხვევით გაიხსნა, საიდანაც წვიმა შემთხვევით ჩამოვიდა“.  მისივე თქმით, პრობლემა უკვე მოგვარებულია.

მესხიშვილის თეატრის რეაბილიტაცია გასული წლის ბოლოს დაიწყო და ის 2 მაისს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, განახლებულ მოედანთან ერთად გახსნა.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა