ხარაგაულის გამგებელმა პოლიტიკური პარტიის აქტივისტი სცემა (?!)
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტი
ხარაგაულის გამგებელს
ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ამირან წაქაძის მტკიცებით, ხარაგაულის გამგებელი თორნიკე
ავალიშვილი ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც წაქაძემ ხარაგაუში, 9აპრილის მემორიალზე
დაყრილ ნაგავს ფოტოები გადაუღო.
„ფოტოები 9 აპრილს გადავიღე, მემორიალზე ნაგავი ეყარა. ამ ფატქიდან რამდენიმე დღეში გამგებელი შემხვდა მანქანით. ნასვამ მდგომარეობაში იყო.მანქანიდან გადმოვიდა და კისერში ხელით მწვდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, დამემუქარა, რომ მსგავი ფაქტი მეორედ აღარ განმეორებულიყო,“– ამბობს „თავისუფალი საქართველოს“ ხარაგაულის რაიონის აქტივისტი ამირან წაქაძე.
როგორც წაქაძე აღნიშნავს, ინციდენტს არავინ შესწრებია, გამგეობის თანამშრომლის თემურ ჩხეიძის გარდა, რომელიც გამგებლის მანქანაში იჯდა.
ხარაგაულის გამგებელი აღნიშნულ ფატქს უარყოფს და აცხადებს, რომ წაქაძე რამდნიმე თვეა არ უნახავს. „ამირან წაქაძე 3–4 თვეა არ მინახვს, მსგავსი ინციდენტიც არ მომხდარა,“ – ამბობს ხარაგაულის გამგებელი თორნიკე ავალიშვილი.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მომხდარი ფაქტის გამოიძიებას დიპლომატიურ კორპუს სთხოვს: „სასამართლოს არ მივმართავთ , რადგან ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს,“ – ამბობს „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი წულაია.
ავტორი: თეო ხარაბაძე