|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი წყალტუბოში

წყალტუბოში მიმდინარე მეორე საერთაშორისო ტურნირი კრივში დღეს დასრულდა.მეორე საერთაშორისო ტურნირი წყალტუბოს სპორტის სასახლეში 6 მაისს დაიწყო. ტურნირი  ცნობილი ქართველი მოკრივის,  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირში საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის ასამდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჩემპიონატი 15 წონით კატეგორიაში ჩატარდა. ,,აკაკი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე და დასახელებულია ქალაქის საუკეთესო მოკრივედ. დამარცხებული ჰყავს ძალიან ძლიერი და სახელოვანი მოკრივეები. ამ ტურნირს საქართველოში თითქმის ანალოგი არ აქვს, - აღნიშნა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ანატოლი ცქიფურიშვილმა.

"კაკაურიძის სახელობისადმი მიძღვნილ ტურნირში ასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. დღეს ფინალურ ორთაბრძოლებში ჩავატარეთ", - ამბობს ტურნირის ორგანიზატორი აკაკი გუჯაბიძე.

ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება და შესაძლოა, იგი კლასის საერთაშორისო ტურნირად გადაკეთდეს.

აკაკი კაკაურიძე 1993-1994 და 1999-2000 წლებში თურქეთის სახელით ასპარეზობდა. იგი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 1990-იან წლებში, ჯერ კიდევ, სრულიად ახალგაზრდა შევიდა. სპორტსმენი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი იყო და მეზობელ  ქვეყნებში დიდი პატივით სარგებლობდა.

აკაკი კაკაურიძე 29 წლის ასაკში, აშშ-ში, ჩიკაგოში, ავტო-კატასტროფას ემსხვერპლა.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე