|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააკაშვილის ფიტულს პარლამენტთან დაწვას უპირებდნენ

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან შეკრებილმა პრეზიდენტის გადადგომის მომხრეებმა აქციაზე სიმბოლურად პრეზიდენტის ფიტული მიიტანეს.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად პრეზიდენტის ფიტულის დაწვას აპირებდნენ, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და ფიტული უკან წაიღეს.

აქციაზე, რომელსაც ორგანიზატორებმა ღირსების შეკრება უწოდეს, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით,  „ჩვენ აქციას არ ვატარებთ. ეს არის ღირსების შეკრება. უნდა გაფორმდეს ის განწყობა, რაც ხალხს აქვს.  ჩვენი კონსტიტუცია არის უზენაესი. ის უნდა  დავიცვათ. საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და თვითმარქვია კაცს არავინ არ უდნა უსმენდეს. პრეზიდენტი ვადაგასულია. არ შეიძლება კაცს ეძახდე პროფესიონალ მატყუარას, შეგეძლოს მისი მმართველობის დასრულება და არ აკეთებდე, “ - ამბობს შაშიაშვილი. 

პარლამენტთან აქციაზე იმყოფებოდა პრეზიდენტის გადადგომის კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი რეზო ჩხეიძე. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო  უნდა დატოვოს. როგორც ჩხეიძე ამბობს,  საქართველო სააკაშვილს ისევე გადაიტანს, როგორც შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად ხანი გადაიტანა.

„ბატონი მიხეილი ამჟამად არ ვიცი სად დაძრწის. ალბათ სადმე კაფეშია. მაგის ბუნებაში ესეც შედის. ხალხთან თამაში უყვარს მას. ეს ადამიანი უნდა გაიქცეს საქართველოდან. იმდენი ფული ექნება მაგას, მის შვილისშვილის შვილებს ეყოფა. მე ის მაინტერესებს ვინ ჩააგონა მას ეს ბოროტება. ქართველი ხალხი გადაიტანს მას ისევე, როგორც ბევრი მტერი გადაუტანია,“ - ამბობს რეზო ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს,  პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უნდა გამოსულიყო, თუმცა უმრავლესობამ პრეზიდენტს მოსმენაზე უარი უთრა. უმცირესობამ კი აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ „მეოცნებეები“ „ნაციონალებთან“  დებატებს გაურბიან.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა