|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელ „ნაციონალებს“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უღალატა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ მეშველიანმა ქალაქის საკრებულოში   „ნაციონალების“ ფრაქცია „მაჟორიტარები“  დატოვა.

მეშველიანმა განცხადება დაახლოებით ორი დღის წინ დაწერა. როგორც თავად ამბობს, აღნიშნულის მიზეზი გარკვეულ საკითხებზე  შეუთანხმებლობა გახდა. მეშველიანის თქმით,  ის საკრებულოში უფრაქციო, დამოუკიდებელ დეპუტატდ რჩება.

„ფრაქციას განცხადებით მივმართე, თუმცა არ ვიცი განიხილეს თუ არა ჩემი განცხადება. ამჟამად ქალაქში არ ვარ. ორშაბათს ჩამოვალ და  ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ.  არც ერთ პარტიაში გადასვლას არ ვგეგმავ და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად ვრჩები,“ - ამბობს მეშველიანი.

მერაბ მეშველიანი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მას შემდეგ  გახდა, რაც აღნიშნულ პოსტზე  „ნაციონალებმა“  „ქრისტიან-დემოკრატ“ დავით დვალს უფლებამოსილება შეუჩერეს. მეშველიანი საკრებულოში  2010 წლის  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  დროს „ნაციონალების“  ქვოტით  მოხვდა. ის ქალაქის ერთ-ერთი  უბნის - ავტოქარხნის  მაჟორიტარია.

შეგახსენებთ, რომ  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალები“  ხუთმა დეპუტატმა  დატოვა, თუმცა შემდეგ ორი დეპუტატი  ისევ დაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, „ნაციონალებში“ დაბრუნებას უფრაქციოდ დარჩენილი დეპუტატებიც გეგმავენ. 

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა