წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორს "ვარსკვლავი" გაუხსნეს
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებმა სასწავლებლის რექტორს გიორგი ღავთაძეს გიორგი ტურისტის სახელი მიანიჭეს და სასწავლებლის
ეზოში მისივე სახელობის ვარსკვლავი გაუხსნეს.
უნივერისტეტის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა დღეს თეატრალიზებული
აქცია გამართა. სადაც სტუდენტებმა ვარსკვლავის გახნასთან ერთად რექტორისათვის დამზადებული
საპატიო სიგელიც წარმოადგინეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ღავთაძემ სიგელით დაჯილდოვება უპასუხისმგებლო ჩინოვნიკ-მმართველთა შორის მიღწეული
წარმატებისათვის „დაიმსახურა“.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამგვარი ფორმით ისინი
რექტორს უნივერსიტეტში მეტი დროის გატარებისაკენ მოუწოდებენ.
„რექტორი უნივერსიტეტში ტურისტია. ის უფრო მეტ დროს
ატარებს მივლინებებში, ვიდრე უნივერსიტეტში. რექტორობა მისთვის გავლით სამსახურად იქცა.
ამგვარი აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს“- ამბობენ აქციის მონაწილეები.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე