სახალხო დამცველის აპარატი ქუთაისის ციხეში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს
ქუთაისის #2 ციხეში პატიმრის გარდაცვალების თაობაზე newpress.ge-ს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს.
ომბუდსმენის აპარატის იმერეთის რეგიონული რწმუნებულის, მადონა ბასილაძის თქმით, მათთვის ცნობილა ქუთაისის ციხეში მომხდარი ფაქტის თაობაზე. თუმცა, პატიმრის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზების დადგემადე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
"გვაქვს ინფორმაცია ქუთაისის ციხეში პატიმრის გარდაცვალების შესახებ. თუმცა, ვიდრე მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტაცა არ გვექნება, კომენტარს ვერ გავაკეთებთ. სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ამ საკითხის მოკვლევაზე," – აცხდებს newpress.ge-სთან საუბარში მადონა ბასილაძე.
შეგახსენებთ, რომ newpress.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ანიშნულ ინფორმაციას newpress.ge წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა დაახლოებით ერთ კვირის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქუთაისის მაცხოვრებელია.
newpress.ge გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, მას არ ასაჯაროებს. ასევე, ვიცავთ, წყაროს ანონიმურობას.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა