ქუთაისის მერიაში სააღდგომოდ 400 000 ლარამდე პრემია გაიცა
ქუთაისის მერიაში
დასაქმებულთა სააღდგომო პემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 364 450 ლარი გაიცა.
სადღესასწაულო
პრემია, მერიის 628–ვე თნამშრომელმა
მიიღო.
მერიაში ყველაზე დიდი
ოდენობის პრემია, ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებელს ნიკო კაჭკაჭიშვილს ერგო.
კაჭკაჭიშვილისათვის გაცემული პრემიის ოდენობამ
2 750 ლარი შეადგინა.
2050–2050 ლარის
ოდენობის პრემია მიიღეს ვიცე–მერებმა (კოტე რატიანი და ამირან ძოწენიძე), ხოლო
მერიის თითოეული სამსახურის უფროსზე 1490 ლარი იქნა გაცემული.
პრემიები მერიის
თანამშრომლებმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 17 აპრილის ბრძანების საფუძველზე
მიიღეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა