|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანძარი ქუთაისში

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ანძრის კერები ამ დრომდე არსებობს. ფალიაშვილის ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 21 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით 03:00 საათზე გაჩნდა.

ხანძრის შედეგად განადგურებულია ბაზრის დიდი ნაწილი და ე.წ პასაჟების ტერიტორია.

„ცეცხლის გაჩენის მომენტისათვის, ტერიტორიაზე დარაჯები იმყოფებოდნენ. სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები  რომ არ ყოფილიყვნენ, ჩემი საცხოვრებელი სახლიც დაიწვებოდა,“  – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მადონა ლიპარტელიანი.

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენა ელექტროენერგიას უკავშირდება. თუმცა, მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ ტერიტორია სპეციალურად დაწვეს.  „ვისაც აინტერესებს ეს ტერიტორიები და მიწები, დაწვა იმან,“ – ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა.

ამ წუთებში ადგილზე კვლავ მუშაობენ საგანგებო სიტუაციის სამსახურის წარმომადგენლები. რადგან, როგორც ისინი ამბობენ, ტერიტორიაზე ხანძრის კერები  ისევ არის დარჩენილი.

ამ დროისთვის ფალიაშვილის ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა