ქუთაისელმა ჟურნალისტებმა პაციენტებისთვის სისხლი გაიღეს
იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში გამართულ საქველმოქმედო აქციაში რეგიონული მედიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
ჟურნალისტებმა
საჭიროების მქონე საავადმყოფოს პაციენტებისათვის სისხლი გაიღეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია
მსგავსს აქციებში მონაწილეობის მიღება. ყველას მოვუწოდებ გაიღონ სისხლი, რომ გადავარჩინოთ
თითოეული იმ ადამიანის სიცოცხლე, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება,“ – ამბობს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" იმერეთის ბიუროს ჟურნალისტი ირაკლი აკობია.
იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის
ჯანო ვაშაძის თქმით, აქცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც
კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
„ჟურნალისტების ეს ჰუმანური ნაბიჯი დასაფასებელია. სხვა
პროფესიისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვუირჩევდით გაიზიარონ ეს პრაქტიკა და
ჩაერთონ აქციაში,“ – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე