|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე: "ქუთაისს აქვს ინტელექტუალური ქალაქის სტატუსზე პრეტენზია"

წინა ხელისუფლების მიერ საქართველოში განადგურებული სამეცნიერო საქმიანობა და ენისა და კულტურის პრობლემები, ეს ის თემებია, რომელიც ქუთაისში, აკ. წერეთლის უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე გაჟღერდა.

კონფერენციას სახელწოდებით "ენა და კულტურა" ხელისუფლების წარმომადგენლები, წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

"ქუთაისი არის კულტურის ერთ–ერთი ძლიერი საყრდენი საქართველოში. აქ ყოველთვის იყვნენ და არიან  ინტელიგენციის წარმომადგენლები და მეცნიერები. შესაბამისად, ქუთაისს ყოველთვის ჰქონდა და აქვს ინტელექტუალური ქალაქის სტატუსზე პრეტენზია," – ამბობს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე.

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის თქმით, სამეცნიერო ცხოვრება საქართველოში ისევ  აქტუალური უნდა  გახდეს და კიდევ უფრო განვითარდეს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები ქუთაისის გარდა, საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება.

"საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია წერეთლის უნივერსიტეტში ტრადიციულად უკვე მეორედ  ტარდება და ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას. დღევანდელი დღით, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ქართული სამეცნიერო კულტურის მნიშვნელობას," – ამბობს კონფერენციის ორგანიზატორი თამარ მიქაძე.

კონფერენციის მონაწილეთა თქმით, ენობრივი პრობლემები ფართო კვლევის საგანია, რომელშიც ქუთაისში მყოფ სამეცნიერო წრეებს საკუთარ წვლილი შეაქვთ.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა